პოკერის ჩემპიონ ბრიტანელ მარკუს ჯონსს, რომელიც მეუღლის მკვლელობის ბრალდებით იყო დაკავებული, 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გავრცელებული ინფორმაციით სპორტსმენმა დანაშაული 1997 წელს აშშ-ში ჩაიდინა, მაშინ მისი მეუღლე უკვალოდ გაქრა. 2004 წელს კი ქალის თავის ქალა კოლორადოს ეროვნულ პარკში იპოვეს.
ხუთი წლის შემდეგ მარკუს ჯონსი, ბრიტანეთში საკუთარ სახლში დააპატიმრეს, მას შემდეგ რაც მეუღლის საკრედიტო ბარათებიდან თანხები მოხსნა.
49 წლის სპორტსმენმა 2011 წელს მისი ექსტრადიცია ამერიკის შეერთებულ შტატებში გაასაჩივრა, თუმცა არ დაუკმაყოფილდა. მიმდინარე წლის თებერვალში კი მარკუს ჯონსმა საბოლოოდ აღიარა დანაშაული და მას სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.