7 - 11 მაისს საქართველოში ევროპის კვირეული გაიმართება. კვირეულის ფარგლებში თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაგეგმილია: შეხვედრები სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან, ნახატების, ფოტოებისა და ესეების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოვება, ნახატების გამოფენა, მარათონული გარბენი და გამწვანების აქცია.
ევროპის კვირეული ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით იმართება. კვირეულის ფარგლებშჲ დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო და არსამთავრობო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მოსწავლეები, სტუდენტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
ევროპის კვირეული საქართველოში ტრადიციულად, მაისში, ევროპის დღის აღსანიშნავად ეწყობა. 9 მაისს, ევროპის კავშირს 52 წელი შეუსრულდება. ევროკავშირი 27 სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების უზრუნველყოფას მისი 500 მილიონი მოქალაქისთვის.