იტალიის ახალი ეკონომიკის მინისტრი ფაბრიციო საკკომანნი ქვეყანაში გადასახადების შემცირებას გეგმავს, რითაც მთავრობა ეკონომიკის სტიმულირებას შეეცდება. ვიდრე საკკომანნი მინისტრი გახდებოდა, ის იტალიის ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. მინისტრი საბანკო სექტორს სთავაზობს სპეციალური კავშირის შექმნას, რათა ერთობლივი ძალებით ეკონომიკის ზრდა მოხერხდეს.
მასალის გამოყენების პირობები