29 აპრილს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე და დელეგაციის სხვა წევრები გერმანიაში გაემგზავრებიან. ქართული მხარე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ბავარიის რეგიონის ოლქ რეგენს შორის.
ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავს. გაიმართება სამუშაო შეხვედრა რეგენის ოლქის თვითმმართველობის თავმჯდომარესთან მიხეილ ადამთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. ასევე დაგეგმილია სამუშაო შეხვედრა ბავარიის სურსათის, სოფლის მეურნეობის და ტყეების სამინისტროში და ბავარიის მიწის სახელმწიფო კანცელარიაში. შეხვედრისას მიმოიხილავენ აჭარისა და ბავარიის რეგიონებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებს სოფლის მეურნეობის სფეროში, კერძოდ აგრარული სექტორის განვითარების მხარდაჭერისა და ეკოტურიზმის განვითარებაში.
ბავარიაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ასევე შეხვდება ბავარიის მიწის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და ტყეების მინისტრს ჰელმუტ ბრუნერს და ბავარიის სახელმწიფო კანცელარიის ევროკავშირთან საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის რეფერატის უფროსს მარტინ შუსლერს.
ქართული დელეგაცია სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ისეთ თემებს განიხილავს, როგორიცაა აჭარის მაღალმთიანეთში ეკო-ტურიზმის სხვადასხვა სახეობის განვითარებისა და ეროვნულ პარკებს შორის თანამშრომლობის საკითხები. საუბარი შეეხება ასევე ზამთრის ტურიზმის, სათხილამურო კურორტის სფეროს განვითარებას, ასევე მენეჯმენტის ახალი მეთოდების გაცნობა-გაზიარებას. გაიმართება მოლაპარაკებები ტურიზმის სერვისის სფეროში პროფესიული განათლების გაცვლითი პროგრამების ასამოქმედებლად.
რეგიონის დელეგაცია მოინახულებს ეროვნული პარკებსა და ლოკალურ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებს, იუნესკოს ისტორიულ ძეგლს ქ. რეგენსბურგის ძველ ნაწილს და დაესწრება მინის ნაკეთობათა ბავარიულ ტრადიციულ დღესასწაულს. ასევე ტიპურ ადგილობრივ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, გესთჰაუსსა და ნოიშონაუში არსებული ეროვნული პარკის საინფორმაციო ცენტრს, სადაც ეროვნული პარკის მარკეტინგის უფროსი იოზეფ ვანინგერი ქართულ მხარეს გააცნობს ეროვნული პარკის მნიშვნელობას რეგიონის ტურისტული ინდუსტრიისათვის.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ასევე გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ფრაუენაუს გამგებელთან ჰერბერტ შრაინერთან, ბავარიის მიწის პარლამენტის წევრთან, ეკონომიკის, ტრანსპორტის და ტექნოლოგიების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან ალექსანდერ მუთმანთან; ბაიერიშე აიზენშტაინის თემისა და გაიერშტალის თემის გამგებლებთან, არბერის სათხილამურო კურორტის მენეჯერთან ტომას ლიბლთან. ასევე შეხვდება ქვემო ბავარიის ტურიზმის გაერთიანების მარკეტინგის ხელმძღვანელს, გაეცნობა მათ გამოცდილებას და განსაზღვრავს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის სფეროებს.