სარემონტო სამუშაოების გამო 4 აპრილს 11 საათიდან 16 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: ზაჰესის, ბიჭვინთის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ქვესადგურში "ზაჰესი" სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 4 აპრილს 10 საათიდან 15 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ანდრონიკაშვილის, სხვიტორის, ხანძთელის, ზაჰესის, იპილიტოვ-ივანოვის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: სახალხოს ჩიხის, საექიმოს, ნავთლუღის, დოდაშვილის, ჩკალოვის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე ვაკის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის, მოსაშვილის, ბაზალეთის, ფალიაშვილის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 12 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის, ქიზიყის, ჟორესის, სამასი არაგველის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
აგრეთვე 11 საათიდან 14 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება: აეროპორტის დასახლების მაცხოვრებლებს.
ხოლო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე დიდუბის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: დიდუბის, გვეტაძის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 18 საათამდე ნაძალადევის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გვაზაურის II შესახვევის, ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ზესტაფონის და ცისარტყელას ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 18 საათამდე საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივანის მე-13 კილომეტრის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, სამხედრო გზატკეცილის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
აგრეთვე 11 საათიდან 15 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება: ვაშლიჯვრის დასახლების და გოძიაშვილის II შესახვევის მაცხოვრებლებს.
ხოლო 11 საათიდან 17 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის III კვარტლის, პოლიტკოვსკაიას და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები