გრძელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 2013 წლის მიზნობრივი პროგრამის - ,,დაავადებათა პრევენცია და პროფილაქტიკის" ქვეპროგრამა - „მოსახლეობის ავადობის აქტიური გამოვლენის პროგრამა სამიზნე ჯგუფში (ჯანსაღი სკოლა)". რომელსაც, ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული სამედიცინო დაწესებულება - ქ.ბათუმის N1 პოლიკლინიკა.
პედიატრის, ოკულისტის, ენდოკრინოლოგისა და ნევროპათოლოგის კონსულტაციები გაეწვა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის საჯარო და კერძო სკოლების პირველი-მერვე კლასის მოსწავლეებს. ასევე ჩატარდება ბაღის აღსაზრდელთა გამოკვლევებიც ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებულ საბავშვო ბაღებში.
პირველადი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით საჭიროების შემთხვევაში ჩატარდება ბენეფიციართა რენტგენოლოგიური, ექოსკოპიური, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური გამოკვლევა, ვიზომეტრია, ავტორეფრაქტომეტრია, ბიოოფთალმოსკოპია, ტონომეტრია, ოფთალმოსკოპია, თვალის ულტრაბგერითი გამოკვლევა, ენცეფალოგრაფია და სხვა სახის გამოკვლევები, სკრინინგის შემდგომი კონსულტაცია. ყველა პროგრამული ღონისძიება ბენეფიციართათვის უფასოა.
ავადობის აქტიური გამოვლენა სამიზნე ჯგუფში (ჯანსაღი სკოლა) ქვეპროგრამის ფარგლებში სკოლის მოსწავლეთა სკრინინგი მიმდინარეობდა ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში. ქვეპროგრამის დაწყებიდან დღემდე ქობულეთში განხორცილდა 14 ვიზიტი და გამოკვლეულ იქნა 1314 ბენეფიციარი. ბათუმში - შესრულდა 44 ვიზიტი, გამოკვლეულ იქნა 4017 ბენეფიციარი. ჯამში შესრულებულია 58 ვიზიტი, გამოკვლეულია - 5331 მოსწავლე, გაწეული კონსულტაციების რაოდენობა - 21324, გაცემულ მიმართვათა რაოდენობა - 498.
25- 29 მარტს ექიმთა ბრიგადების ვიზიტები მიმდინარეობდა- ბათუმის №1, №2, №3, №4, №5, №15, და ქობულეთის მუნიციპალიტეტის №1 და №5 საჯარო სკოლებში.
1 - 5 აპრილს ვიზიტები გაგრძელდება - ბათუმის №5, №6, ქობულეთის მუნიციპალიტეტის №5, №6, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის №1 და ქედის მუნიციპალიტეტის დაბა ქედის საჯარო სკოლებში.
მასალის გამოყენების პირობები