აზერბაიჯანის მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ ისრაელის და თურქეთის დაახლოება, აზერბაიჯანსა და ისრაელს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების ფაქტორიც გახდება. ამის შესახებ „ენი აზერბაიჯანის" აღმასრულებელმა მდივანმა, მუბარიზ გურბანლიმ განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობაში არსებული პრობლემები, აზერბაიჯანის და ისრაელის ურთიერთობაზეც აისახებოდა. თურქეთი და ისრაელი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყნებია და მათი კონფლიქტი უარყოფით გავლენას ახდენდა რეგიონალურ პროცესებზე. აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ამ ორი სახელმწიფოს შერიგება ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების პოლიტიკას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
ცნობილია, რომ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რეჯეპ ტაიპ ერდოგანმა უკვე გამოთქვა მზადყოფნა, ისრაელს და აზერბაიჯანს ურთიერთობების გაუმჯობესებაში ხელი შეუწყოს. თუმცა, ცნობილია ისიც, რომ ისრაელ-თურქეთის კონფლიქტის დროს, ერდოგანი რამდენჯერმე უკმაყოფილო დარჩა აზერბაიჯან-ისრაელის ზოგიერთი ხელშეკრულების გაფორმებით.
მასალის გამოყენების პირობები