საჭიროების შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტრო წითელას საწინააღმდეგო ვაქცინებს შემოიტანს. შესაბამისი ნებართვა ჯანდაცვის სამინისტრომ მთავრობისგან უკვე მიიღო.
"დაახლოებით ერთი თვის უკან ჯანდაცვის სამინისტრომ წარმოადგინა პროგრამა. წითელაზე მართლაც საყურადღებო მდგომარეობაა, რადგანაც შემთხვევები მომატებულია. დღეს მთავრობისგან ავიღეთ ნებართვა, რომ საჭიროების შემთხვევაში ვაქცინების დამატებითი რაოდენობა შევისყიდოთ.
დღეისათვის ქვეყანაში ვაქცინების სათანადო მარაგები არსებობს და დეფიციტი არ არის. ეს არის მზადყოფნა, რაც საჭიროების შემთხვევაში უნდა ამოქმედდეს"- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.