ხვალ, 27 მარტს, მცირე წვიმაა მოსალოდნელი. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჰიდრომეტეოროლოგიური კვლევის ცენტრის მონიტორინგისა და პროგნოზირების სამსახურის ხელმძღვანელმა სვეტა ნიორაძემ განაცხადა, საქართველოს მასშტაბით ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა თვის ბოლომდე მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით
,,27 მარტიდან სითბოს ფონზე ცოტ-ცოტა ნალექი წვიმის სახით მაინც არის მოსალოდნელი, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სვეტა ნიორაძემ და აღნიშნა, რომ მცირე ნალექი საქართველოს მასშტაბით თვის ბოლომდე შენარჩუნდება.