დღეს, 21 მარტს, 11:00-ზე, ახალი პროექტის ფარგლებში „ საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის" დევნილთა სამინისტროში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე მედიის წარმომადგენლებს შეხვდება. მინისტრი ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხებს.
პროექტის მიზანია, სახელმწიფო მმართველობაში უზრუნველყოს საზოგადოების მეტი ჩართულობა, მთავრობის მუშაობა გახადოს უფრო ღია და გამჭვირვალე და ტრადიციად აქციოს ხელისუფლების წარმომადგენლების ანგარიშვალდებულება საკუთარი მოქალაქეებისადმი.