აფხაზეთის ა/რ მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით 21 მარტს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 40-მდე მოზარდს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი უმასპინძლებს.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ფოტო-გამოფენა. ასევე, ბავშვებისთვის ხატვის მასტერ-კლასები და სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი პროგრამა ჩატარდება . ყველა მოზარდს სამახსოვრო საჩუქარი გადაეცემა.
საღამოს დასასრულს, სიმღერის -„საქართველოს შვილები" პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც მხედველობა დაქვეითებული და აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების მონაწილეობით შესრულდება. სიმღერა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით ჩაიწერა.
ღონისძიების მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების საზოგადოებრივი ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი ჩართვა სხვადასხვა აქტივობებში.
ღონისძიება სათამაშოების მაღაზია ,,პეპელა", „ცეროდენა", სუპერმარკეტი ,,აკვავიტა", საკანცელარიო მაღაზია „უნიპაპი" და საჩუქრების მაღაზია "wonderful toy" -ის მხარდაჭერით ხორციელდება.