21 მარტს 10 საათიდან 17 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: ლიბანის და სალხინოს ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 21 მარტს 10 საათიდან 18 საათამდე ვაკის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 21 მარტს 10 საათიდან 18 საათამდე საბურთალოს და ვაკის რაიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: მიცკევიჩის, ცაგარელის და შმიდტის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ხოლო 11 საათიდან 16 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის II და III კვარტლების, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ტაშკენტის და ბუდაპეშტის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 21 მარტს 11 საათიდან 16 საათამდე ნაძალადევის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), წიკლაურის, მანჯგალაძის (ნაწილობრივ), სააკაძის (ნაწილობრივ), საჭილაოს და გულრიფშის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.