საქართველოს პრეზიდენტი საქართველოში მცხოვრებ მუსულმანებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.
"ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, მინდა საერთო ეროვნული დღესასწაული ნოვრუზ ბაირამი მოგილოცოთ. ეს ოჯახური დღესასწაულია და საქართველოც, როგორც ერთიანი ოჯახი, მომავლის რწმენითა და სიხარულით აღნიშნავს გაზაფხულის ამ ლამაზ დღეს.
ნოვრუზ ბაირამი საქართველოში 2010 წელს გახდა საერთო ეროვნული დღესასწაული და შეუერთდა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელმაც ეს დღე მსოფლიო ცივილიზაციისა და კულტურის მონაპოვრად გამოაცხადა. ჩემო ძვირფასებო, მინდა მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატება გისურვოთ თქვენ და თქვენს ოჯახებს ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ'- აცხადებს სააკაშვილი.