,,უფლებადამცველთა გაერთიანების'' თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე მიესალმება ქალაქ თბილისის პროკურორად მაია მწარიაშვილის დანიშვნას და იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნულ პოსტზე მუშაობისას მისი ხელმძღვანელობით, დაიწყება იმ გახმაურებული საქმეების გახსნის პროცესი, რომელიც ასერიგად აღელვებს საზოგადოებას. იმედს გამოვთქვამთ, მაია მწარიაშვილი გაატარებს იმ მტკივნეულ რეფორმებს ქალაქ თბილისის პროკურატურაში, რაც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში იმ დამნაშავე პროკურორების სამსახურიდან გაშვებაში გამოვლინდება, რომლებიც წლებია ნამდვილ რეკეტს ახორციელებდნენ ბიზნესისა და უდანაშაულო ადამიანებისა.
მასალის გამოყენების პირობები