მომხმარებელთა ფედერაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ 3 სახეობის კარაქი "რჩეული", "ბახმარო" და "გლეხური" უვნებლობისა და ხარისხის პარამეტრებს ვერ აკმაყოფილებს. როგორც მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელმა მადონა კოიძემ ,,პირველი რადიოს" პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა რუსთავში ნაწარმოები კარაქი "რჩეული" კოლიფორმებით დაბინძურებულია, მასში ნაწლავის ჯგუფის ბაქტერია აღმოჩნდა. მიკრობები აღმოჩნდა ქარაქ "ბახმაროშიც", კარაქი "გლეხური" კი ხარისხობრივ პარამეტრებს ვერ აკმაყოფილებს. მისი ცხიმის მასური წილი 40 პროცენტს უნდა შეადგენდეს, თუმცა შიგთავსი ცხიმის მხოლოდ 22 პროცენტს შეიცავს.
მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძრვანელის მადონა კოიძის განცხადებით, ლაბორატორიული შედეგები შემდგომი მოკვლევისთვის შემოსავლების სამსახურს გადაეცემა. როგორც კოიძემ განაცხადა
ლაბორატორიული კვლევების შედეგად ასევე დადგინდა, რომ ყველაზე მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებელი კარაქმა სანტინომ აჩვენა.