საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მუშაობის გამჭირვალობისა და საზოგადოებასთან მუდმივი დიალოგის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა მოქალაქეთა მიღების ოფიციალურ დღედ ორშაბათი გამოაცხადა.
მინისტრთან შეხვედრის თხოვნით ფინანსთა სამინისტროს ბოლო პერიოდში უკვე 200-ზე მეტმა ადამიანმა მომართა.
მოქალაქეების მიღება მიმდინარეობს ყოველ ორშაბათს, 18:00 საათიდან .
მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ფინანსთა სამინისტროს მიმართოთ მისამართზე: გორგასლის ქ#16 ან დარეკოთ ტელეფონზე: 226 14 44
მასალის გამოყენების პირობები