პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აფხაზეთიდან დევნილები აქციას მართავენ. ისინი პრემიერს მათი დროებითი საცხოვრებლიდან გამოსახლების პროცესიის შეჩერებას სთხოვენ. როგორც დევნილები აცხადებენ, ორდენები, რომლითაც მათ სახლების დატოვებას სთხოვენ თაღლითური გზითაა მოპოვებული.
,,2004 წელს მოხდა აღსრულება და ამ აღსრულების საფუძველზე ჯერჯერობით ასახლებენ დევნილების ოთხ ოჯახს, მაგრამ ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება. ამიტომ ჩვენ მოვდით პრემიერთან თხოვნით, რომ სანამ საქმე პროკურატურაშია იქამდე შეჩერდეს დევნილების გამოსახლების პროცესი", _ განაცხადა ჟურნალისტებთან აფხაზეთიდან დევნილმა მაია ბენდელიანმა.