დღეს, 18 მარტს, დიდი მარხვა იწყება. დიდმარხვა აღდგომიდან 7 კვირით ადრე იწყება და სხვა მარხვებთან შედარებით განსაკუთრებით მძიმეა. მარხვა 5 მაისს უფლის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულით დასრულდება.
თევზით ხსნილია მხოლოდ ხარებისა და ბზობის დღესასწაულები. დიდმარხვის პირველი ოთხი დღის განმავლობაში ანდრია კრეტელის სინანულის კანონი იკითხება. დიდი მარხვის დროს ორი უდიდესი დღესასწაული - ხარება და ბზობა აღინიშნება.
მართმადიდებელი ეკლესია დიდი მარხვის პერიოდში, ორმოცი დღის განმავლობაში მიცვალებულებს იხსენიებს. გარდა ამისა, ყოველდღიურად, პარასკევს საღამოდან კვირა დილის ჩათვლით პერიოდის გარდა, წმიდა ეფრემ ასურის ლოცვა იკითხება.