7 მარტს, 15:00 საათზე კაფე გალერიში საავტორო უფლებატა ასოციაციის ხელმძღვანელობასა და საქართველოში მოღვაწე ახალგაზრდა მუსიკოსებს შორის შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრა ემსახურება საქართველოში საავტორო უფლებების შესახებ არსებული მდგომარეობის გაცნობას, საავტორო უფლებების უკეთ რეალიზებისა და დაცვის მიზნით ასოციაციაში ახალი წევრების გაწევრიანებას, ასევე საავტორო უფლებათა დაცვის სფეროში ავტორთა ჩართულობის გაზრდას.
შეხვედრების მონაწილეები დეტალურად გაეცნობიან ასოციაციის საქმიანობას, ასოციაციაში გაწევრიანების პროცედურას, საავტორო უფლებების დაცვის მექანიზმებსა და ასოციაციის მიერ შეთავაზებული დახმარების საშუალებებს. შეხვედრებზე იმსჯელებენ საავტორო უფლებათა სფეროში არსებულ პრობლემატიკასა და მისი გადაჭრის გზებზე.