თოვლისა და ქარბუქის გამო სიტუაცია გაუარესებულია მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, სადაც ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
მოძრაობა აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტით არაგვისპირი-გუდაურის და კობი-ლარსის საავტომობილო გზაზე. ამ დრომდე მობილიზებულია სპეცტექნიკა.