დღეს, 5 მარტს, 12 საათზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ოფისის წინ (ვაჟა ფშაველას 16) გაიმართება დევნილთა საპროტესტო აქცია აფხაზეთის მთავრობის გადაყენებისა და მთავრობის ახალი შემადგენლობის არჩევის მოთხოვნით .
აქციიის ორგანიზატორია დევნილთა 15 არასამთავრობო ორგანიზაცია. მათი განცხადებით, აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.