H1N1 ვირუსით ქუთაისში 27 წლის ორსული გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული მკურნალობა გახდა. პაციენტმა კლინიკას ვირუსის გამოვლენიდან 1 კვირის შემდეგ მიაკითხა. ეს ამ ვირუსით გარდაცვალების მე-19 შემთხვევაა. რომელთა შორის 3 ორსული და 3 ბავშვია.
ამ დროისათვის ვირუსის 263 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული. დაავადებათა კონტოროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დინამიკამ იკლო თუმცა ექიმები კიდევ ერთხელ ოუწოდებენ მოსახლეობას დროულად მიაკითხონ სამკურნალო დაწესებულებებს.