შსს   სასაზღვრო პოლიციის N 1 სამმართველოს   (ბათუმი)   ტერიტორიაზე,  N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე,   სასაზღვრო განწესმა, გატარებული  ღონისძიებების შედეგად, სახელმწიფო საზღვრის  უკანონოდ  გადაკვეთის  მცდელობის  ფაქტზე  დააკავა  ეგვიპტის მოქალაქე  საედ ჰაშემ საბრა,  რომელიც  2013  წლის  25  თებერვალს,  სასაზღვრო-საკონტროლო  გამტარ  პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდა  საქართველოს  საზღვრის  უკანონოდ  გადაკვეთას.  
 აღნიშნული  ფაქტთან  დაკავშირებით  მიმდინარეობს   გამოძიება   საქართველოს  სისხლის  სამმართლის  კოდექსის  19,344-ე  მუხლით. გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.