დღეს,27 თებერვალს 10 საათიდან 17 საათამდე ვაკის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II, III და V კვარტლების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 11:30 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის და ქინძმარაულის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 12 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: ლილოს დასახლების და მეფრინველეობის დასახლების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 12 საათამდე მთაწმინდის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: იაშვილის (ნაწილობრივ), ჩაიკოვსკის, ინგოროყვას, ჭონქაძის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 13 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: გლდანის II მიკრორაიონის და ქერჩის ქუჩის მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 13 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: კოტეტიშვილის, ყიფიანის, კოტე მესხის, არსენას, ბესიკის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების II მიკრორაიონის, ფრანგულიანის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ხოლო 15 საათიდან 16 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: ახვლედიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.
13 საათიდან 14 საათამდე კრწანისის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ფურცელაძის, ათონელის, ბარათაშვილის, სულხანიშვილის, სანაპიროს და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.