ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო  ღონისძიებების შედეგად,  ორგანიზებულ-დანაშაულებრივი  ჯგუფის ოთხი  წევრი:  ხვიჩა ბ, დავით შ,   როინ ბ.  და გიორგი ჯ.  თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ამლივში 12 აგარაკის გაქურდვისათვის დააკავეს. 
სამართალდამცველებმა ორი მათგანი ერთ-ერთი აგარაკის გაქურდვის დროს,  
შემთხვევის ადგილზე დააკავეს, ხოლო ორი - ოპერატიულ-სამძებრო  
ღონისძიებების შედეგად. ნაქურდალი საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთების ნაწილი ამოიღებულია  და პატრონებს დაუბრუნეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „გ" პუნქტებით მიმდინარეობს,  რაც 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.