შსს  სასაზღვრო  პოლიციის  სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,  სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის ფაქტზე   თევზსაჭერი   სეინერი  "HACI KIBAR"-ი  დააკავეს.
აღნიშნული  სეინერის  კაპიტანს,  თურქეთის  მოქალაქე MUSTAFA KURU-ს   სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ  დაეკისრა ჯარიმა 500  ლარის ოდენობით საქართველოს ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა   კოდექსის   114 (პრიმა ორი) მუხლის  VII  ნაწილის შესაბამისად.