გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა საბურთალოზე. გაგარინის #4-ში 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლის სამ სართულს ცეცხლი წაეკიდა.
ხანძარი სათავსოებს გაუჩნდა და რამდენიმე სართულს მოედო.
ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სახანძრო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.