ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი საქართველოში დაბრუნდა. აეროპორტში მას ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.
"ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ. მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პატარა წვლილი შევიტანო ქვეყნის მშენებლობაში",-განუცხადა ”რუსთავი 2”-ს ჩხარტიშვილმა.
ჩხარტიშვილმა აღნიშნა, რომ ის არაფერს ითხოვს და არც იმას აქვს მნიშვნელობა, მოხვდება თუ არა პოლიტდევნილთა სიაში.