19 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ევროპული კომისიის პროექტ „TAIEX"-ის (ტექნიკური დამხარებისა და ინფორმაციის გაცვლის პროექტი) ფარგლებში, ოფიციალური ვიზიტით  შემფასებელ ექსპერტთა მისია ეწვია. იტალიელი ექსპერტი მაურიციო ვარანეზე და ბელგიელი ექსპერტი პიტერ იან დე გრავე  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს - „სამართალდამცავ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"- შეაფასებენ და ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან  მის შესაბამისობას განიხილავენ.
ღონისძიება ევროპული კომისიის გაფართოების მთავარი დირექტორატის მიერაა ორგანიზებული.
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები