2013 წლის 18 თებერვალს ზუგდიდში, „ენგურქაღალდკომბინატი"-ს დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ახლოს, მიტოვებულ ფარეხში პაპუნა ფაცურიას გვამი აღმოაჩინეს.
 შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ 18 თებერვალს, სტუმრად მისული პაპუნა ფაცურია ირაკლი ც-მ საკუთარ სახლში,   ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაჯახის მრავალჯერადი დარტყმით მოკლა. მკვლელობის ჩადენის შემდეგ,  ირაკლი ც-მ გვამი ბინიდან გაიტანა, საცხოვრებელი კორპუსის ახლოს, მიტოვებულ ფარეხში დატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
 ირაკლი ც-ს ზუსტი ადგილსამყოფელის დადგენისა და მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.
 გამოძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს იძიებს საქართველოს სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) მუხლით.