მაშველებმა მტკვარში 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი დღეს დილით  10:30 სასთზე  აღმოაჩინეს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში  ქალაქ თბილის საგანგებო სიტუაციებისა და მართვის  სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნოდარ ჭუმბაძემ განაცხადა  შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები  უკვე მუშაობენ.
,,ვაწარმოებდით შემოვლა-დათვალიერებას და ორთაჭალის ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე მტკვარში ამოვაჩინეთ 60-70 წლამდე მამაკაცის ცხედარი, რომელიც სავარაუდოდ ახალი გარდაცვლილია. გვამი ნაპირზე  დავასვენეთ და ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები ვინაობისა და გარდაცვალების მიზეზის დასადგენად", -განაცხადა ნოდარ ჭუმბაძემ.