რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიას "კომედიას" უწოდებს.
"თბილისი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ მიდგომის მხოლოდ გარეგნულ სახეს ცვლის. ეს კომედიაა", - ამის შესახებ კარასინმა ერთ-ერთ ჟურნალთან ინტერვიუში განაცხადა.
კარასინის აღნიშნული შეფასება არ გაკვირვებიათ თბილისში. როგორც ქართული მხარე აცხადებს, დოკუმენტი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობამ მოიწონა, რუსეთის მხრიდან კი მსგავსი კრიტიკა გასაკვირი არც იყო.