გონიოს ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის სრულად ჩაქრობა მეხანძრეებმა გამთენიისას მოახერხეს.
ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. მიუვალი ადგილების გამო ხანძრის ლოკალიზება გაძნელდა.
ცეცხლმა 150 ჰექტარი ტყის ფართობი გადაწვა.
გონიო-კვარიათის საზღვარზე, ტყის მასივს ცეცხლი გუშინ გაუჩნდა. ძლიერი ქარის გამო ალი რამდენიმე ათეულ ჰექტარ ტყის ფართობს მოედო.