ურჯაანს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ბიზნესმენები სტუმრობდნენ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს. როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, უცხოელმა ბიზნესმენებმა გურჯაანში ინვესტიციების განხორციელების სურვილი გამოთქვეს.
ბიზნესმენები ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდნენ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. გამგებლის განცხადებით, ინვესტორები ძირითადად სოფლის მეურნეობის დარგით არიან დაინტერესებულები, განსაკუთრებით კი მეცხოველეობით.