დღეს, 31 იანვარს, 12 საათიდან 14 საათამდე, სარემონტო სამუშაოების გამო, საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, ასლანიდის, ბერბუკის, კვერნაძის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ასევე, 11 საათიდან 12 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დიდუბის რაიონის ნაწილს..
შეზღუდვა შეეხება: აბასთუმნის, ცაბაძის, წინამძღვრიშვილის (ნაწილობრივ) და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
აგრეთვე, 12 საათიდან 14 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: დიღმის მასივის III კვარტლის, რობაქიძის (ნაწილობრივ) და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 12 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: ბაბუციძის, ოცხელის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.