საარჩევნო სიებში რეალურ მაჩვენებელზე 1 მლნ-ზე მეტი მოქალაქეა მეტია რეგისტრირებული.
განცხადება ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტია "მრეწველების" ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, სიების მხოლოდ ერთკვირიანი მონიტორინგის შედეგად ათეულობით დარღვევა გამოვლინდა.
"დღევანდელი დემოგრაფიული მდგომარეობის ფონზე, ძნელია ვივარაუდოდ, რომ ქვეყანას წელიწადში 200-300 ათასი ამომრჩეველი ემატებოდეს. ჩვენს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგაად აღმოჩენილ იქნა მთელი რიგი კორპუსები მათში რეგისტრირებული მოქალაქეებით, რომლებიც ბუნებაში არ არსებობს. ხშირია შემთხვევები, როცა მაგალითად, 2-ოთახიან ბინაში ჩაწერილია 30-ზე მეტი ადამიანი", - განაცხადა ტყემალაძემ.
პარტია "მრეწველები" საარჩევნო სიების მონიტორინგის პროცესს განაგრძობენ. მონიტორინგის შედეგებთან დაკავშირებით ზურაბ ტყემალაძე ბრიფინგს ყოველი კვირის ბოლოს გამართავს.