ENG / RUS       12+

გიორგი ვოლსკი: იყოს აფხაზური და ოსური "მხარე", თუ საერთაშორისო სამართლის სუბიექტი არ იქნება

რესპოდენტის შესახებ

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე აფხაზებისა და ოსების "მხარეებად" აღიარებას აბსოლუტურად შესაძლებლად მიიჩნევს და სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენისათვის" მიცემულ ინტერვიუში ღიად საუბრობს თუ რატომ წარმოჩინდა საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე ბოლოს გაკეთებული განცხადების გამო პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ორბიტაზე...

- აფხაზი და ოსი სეპარატისტები ასევე, რუსეთის ჟენევის მოლაპარაკებებზე საექსპერტო დონიდან დელეგაციების დონემდე ამაღლებას მოითხოვენ. პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ის აფხაზებსა და ოსებს პირადად "მხარეებად" აღქვამს. ამავდროულად სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ სეპარატისტების დონის "მხარეებამდე" ამაღლება - მათი სტატუსის დაფიქსირებაა და ამის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. როგორია თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით?
- პრინციპში, არის საკითხები რაზედაც კომპრომისის მიღწევა შესაძლებელია, მხოლოდ, იმ შემთხვევაში და ამის გაკეთებაც აბსოლუტურას შესაძლებელია თუკი არ იქნება საუბარი რაიმე საერთაშორისო სამართლის სუბიექტზე. ეს პოზიცია 2008 წლის ომამდე ძალიან კარგად მუშაოდა. ეს იყო ფორმატი, როდესაც ქართველები-აფხაზები, ქართველები და ოსები ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ და როგორც მხარეები ხელს აწერდნენ საკმაოდ წარმატებულ მოლაპარაკებების ოქმებს. შედეგიც სახეზე იყო, 2006 წლისათვის მომდინარეობდა სამშვიდობო პროცესი, შეიქმნა საგზაო რუკა, რომელსაც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა უჭერდა მხარს როგორც პოლიტიკურად ასევე ფინანსურად საკმაოდ მნიშვნელოვან და თვალსაჩინო შედეგებს აჩვენებდა. რომ არა სერგი კაპანაძე, რა თქმა უნდა აქ მე პიროვნულად სერგი კაპანაძეს არ ვგულისხმობ, კაპანაძისნაირი მიდგომები და ასეთი ხისტი პოზიცია. სერგი კაპანაძე ლაპარაკობს ისე, თითქოს ჩვენი, საქართველოს კონტროლის ქვეშ იმყოფგებოდეს ყველა ტერიტორია, თითქოს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული არ იყოს და პირიქით. თითქოს ჩვენ გვქონდეს რაღაც რუსეთის ნახევარი ტერიტორია აღებული კონტროლის ქვეშ. რაღაც პირობებს აყენებს ისეთს, რომელსაც ყოველთვის ჩიხში შეჰყავდა ნებისმიერი მოლაპარაკება და ნებისმიერი ინიციატივა. თუ ასეთ პოზიციას გავყვებით, მივიღებთ ვითარებას, რომელიც ხელსაყრელი იყო ხელსაყრელი არის და მუდმივად ხელსაყრელი იქნება რუსეთისათვის. იმიტომ, რომ რუსეთი ახლა სამოთხის პირობებში გრძობს თავს როდესაც პირდაპირი კონტაქტი არ არის და როდესაც წყალი არ იძვრის და როდესაც პროცესი არანაირი არ იძვრის და დროც ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს.
ასე რომ, რასაც პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, ეს არ არის დათმობა პოლიტიკურ ასპარეზზე, მაგრამ ეს არის სერიოზული წინსვლის შესაძლებლობა, დერეფანი მოლაპარაკების გაგრძელებისათვის, მათ შორის საზოგადოებრივი ურთიერთობების, ეკონომიკური ურთიერთიებობების, ჰუმანიტარული ურთიერთობების თემაზე.
- დავაკონკრეტოთ - თუ სეპარატისტები "საერთაშორის სამართლის სუბიექტები" არ იქნებიან და დოკუმენტებში "უბრალოდ მხარედ" დაფიქსირდებიან ამით არც არაფერი შავდება?

- ახლა ეგ აპრიმიტიული თემაა.. უბრალოდ, მხარე რომ ეწოდოს... კი ბატონო, თუ მკითხველს აინტერესებს უფრო პრიმიტიულად ვთქვათ: საერთაშორისო სამართლის სუბიექტზე ლაპარაკი არ არის და მხარეების დონეზე ჩვენ ყოველთვის ვლაპარაკობდით აფხაზებთანაც და ოსებთანაც და კიდევ ვიმეორებ წარმატებული მოლაპარაკებები გვქონდა.

- თბილისს ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები სტუმრობდნენ. აფხაზურმა მხარემ დღეს დაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ "შეხვედრების ორგანიზების ახალი წინადადებები" წარადგინეს. შეუძლებელია თქვენ ამის შესახებ არ იცოდეთ. რა წინადადებებზეა საუბარი და რა კომპრომისული ვარიანტია წარდგენილი?
- თანათავმჯდომარეებს ასეთი წინადადებები როგორც ასეთი, ფურცელზე დადებული არ ჰქონიათ. ახლა სწორედ შეხვედრიდან მოვდივარ, ევროკავშირის წარმომადგენელებს, მათ შორის პასუხისმგებელ მუშაკებს და ოფისის ხელმძღვანელს შევხვდი. რაიმე წინადადება, რომელიც ფურცელზე დევს - ასეთი რამ არ არის. უბრალოდ არის ინფორმაცია, რომ აფხაზები ამას ითხოვენ და აინტერესებს ჩვენ რა რეაგირება გვექნება ამ საკითხზე.
- აფხაზები და ოსები ასევე მოითხოვენ ჟენევაში ორი სამუშაო ჯგუფის - უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფების გაერთიანებას...
მე პირდაპირ ჩართული არა ვარ ამ მოლაპარაკებებში, მაგრამ მოდით საკითხი დავსვათ ასე რაც გვაძლევს ის, რომ ამ სამუშაო ჯგუფებმა მუშაობა შეწყვიტონ? რას გვაძლევს ეს? ალბათ, მარტში ამაზე იქნება საუბარი დელეგაციის წევრებს შორის და იმაზეც თუ რა შედეგის მომტანი იქნება ეს. იმიტომ, რომ პირველი ჯგუფი არის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე საკითხთა ჯგუფი, მეორე ჯგუფში, რომელიც ჰუმანიტარულ საკითხებზე მუშაობს რა, ამოვწურეთ ყველა საკითხი, რომელიც ჰუმანიტარუს თემებს ეხება? ნამდვილად არ ამოგვიწურია! იმათ აქვთ არგუმენტი, ამბობენ, რომ ვინაიდან თქვენ ჰუმანიტარული საკითხი გაიტანეთ გაეროს გენასამბლეაზე სამსჯელოდ და რაღა საჭიროა ეს მეორე კომიტეტი?! ვფიქრობ, რომ მარტში ჟენევაში ჩვენი დელეგაცია დაასაბუთებს თუ რა საჭიროა მეორე კომიტეტი, რომ დევნილთა საკითხების გარდა და დევნილთა საკითხები თავისთავად არსებობს და არსებობს კიდევ სხვა უამრავი საკითხი, რომელიც ეხება თუნდაც დაკარგულებს როგორც ერთი ისე მეორე მხრიდან, და ასევე ბევრ სხვა თემას, ხატოვნად რომ ვთქვათ შეიძლება ბევრ სხვა "ჭრილობაზე" საუბარი რომელიც ამ ომებმა დაგვამჩნია.
სე რომ, იქნება ეს პირველი კომიტეტი, თუ მეორე კომიტეტი თუ მესამე კომიტეტი ეს კრილოვის იგავარაკივით რომ არ გამოვიდეს, რამდენი კომიტეტიც არ უნდა შექმნან, გადაანაცვლონ, სახელები შეუცვალონ, შედეგი თუ არ იქნება და იდეა თუ არ ექნა, ვფიქრობ, რომ არავითარი აზრი ამაზე ლაპარაკს არა აქვს.
გარდა ამისა, არ დაგვავიწყდეს ერთი სერიზული რამ რომ მოხდა - სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩაიდინა უშველებელი გადაცდომები და უშველებელი სტრატეგიული შეცდომები, რამაც პრინციპში შესაძლებელი გახადა 2008 წლის აგვისტოს ომი.
ამ შეცდომებიდან გამომიდინარე, როგორც თვითონ "ნაციონალური მოძრაობა", ასევე ის ადამიანები ვინც ახლა პოლიტიკაშია და ვინც "ნაციონალური მოძრაობის" სისტემის ორბიტაზე არიან თუნდაც აი ის არასამთავრობო ორგანიზაცია.... ვინც არ უნდა იყოს, სერგი იქნება ეს თუ ნიკა ვაშაკიძე, ეს არის შემადგენლობა რომელიც ვერანაირად ვერ დათანხმდება რაიმე ახალი მიდგომების გამოჩენას და ურჩევნიათ მოლაპარაკების პროცესი ჩიხში იყოს შესული და ასეთი მტკიცე პოზიცია ეკავოთ, რომ აი რაც ხელში გვაქვს ამის იქით არაფერი არ არსებობს და როგორც სააკაშვილი, ასევე აყენებენ ორ პირობას: ერთი არის რომ - რუსეთი უნდა ჩამოიშალოს ან დემოკრატიული გახდეს, შესაბამისად პუტინის ხელისუფლება უნდა შეიცვალოს ეს ოფიციალურად ცხადდება და მეორე არის რომ - აი საქართველო თავისი დაკარგული ტერიტორიებით, თავისი სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობით, უნდა გახდეს ნატოს წევრი და მერე დაელაპარაკება რუსეთს. აი ამ ორ პირობას აყენებენ ისინი და ნებისმიერი ჩვენი აქტივობა იმისათვის, რომ გამოცოცხლდეს სამშვიდობო პროცესი რასაკვირველია არ იქნება კეთილად მიღებული "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან.
ასე რომ, მე ამ შემთხვევაში ვეთანხმები პაატა ზაქარეიშვილს და მართალია, მას ამისი რჩევა არ სჭირდება მაინც ვიტყვი, ვურჩევ რომ ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვეს სიტუაციას და სტრატეგია ჰქონდეს ისეთი, რომელიც რომელიც ჩვენს ინტერესებს გარკვეულ შედეგებამდე მიიყვანს. ეს პაატას არ შეეშლება.
- შეუძლებელია არ გკითხოთ... ნიკა ვაშაკიძე "ნაციონალური მოძრაობის" ორბიტაზე მოიხსენიეთ? ფიქრობთ, რომ ვაშაკიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება"ნაციონალურ მოძრაობასთან" იყო კავშირში?
- არა, მე ამ შემთხვევაში სხვა რამ ვთქვი - ნიკა ვაშაკიძე არის ადამიანი, რომელიც თავისი პოზიციით "ნაციონალური მოძრაობის" ორბიტაზე წარმოჩნდა. თვითონ განაცხადა, რომ ეს არავითარ შემთხვევაში ეგრე არ უნდა იყოს განხილული, მე კი, იმის მერე, რაც გავაანალიზე სიტუაცია, ეჭვი გამიჩნდა, რომ ეს სწორედ ეგრე უნდა იყოს განხილული.
იმიტომ, რომ დანამდვილებით ვიცი, რომ მას შენიშვნა მიეცა არაპროფესიონალიზმის გამო და უცებ, იმის მაგივრად, რომ თავი გაიმართლოს, თუმცა არვიცი, ადამიანები ვართ, შეიძლება პრემიერი არ არის მასთან მართალი, როდესაც ამბობს, რომ კითხვარი უნდა მომზადდეს მანამდე ვიდრე პრემიერი სადღაც ვიზიტად წავა და მან ვერ მოასწრო, ვერ მოამზადა ან მიდგომები ან მოსაზრებები ჩამოყალიბებული არ აქვს. სწორედ ამიტომ მოხდა მის მიმართ შენიშვნები და უცებ, ამის საფუძველზე მან გადაწყვიტა წასვლა და ამის მიზეზად ასახელებს პოლიტიკურ თემას, თითქოს ერევანში გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია მისი წასვლა.
სწორედ ეს მე მიჩენს ეჭვს, რომ ნიკა ვაშაკიძე, რომელიც პროფესიონალიზმში სერიოზულად მოიკოჭლებს ცდილობს პოლიტიკური ელფერი შეძინოს თავის წარმოსვლას სამსახურიდან. სწორედ აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ დიდი შანსია და დიდი ალბათობით ან რატომ უნდა ვიფიქრო სხვანაირად რომ ეს სწორედ ის ორბიტაა.
იმისი არ იყოს, რომ ადამიანს ეძახიან იმისათვის, რომ ეჭვი აქვთ, რომ მილიონი ლარი არასწორად მოიპოვა, სეიფში უპოვეს და ამბობს, რომ პოლიტიკური ნიშნით ეძახიან გამოძიებაზე. აბა ვის ორბიტაზე შეიძლება იყოს განხილული ასეთი ხალხი?!

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ეკატერინე მომცელიძე

ავტორი: . .