თბილისის ნაწილს ელეტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება . "თელასის" ინფორმაციით, ქვესადგურში "სოლოლაკი" სარემონტო სამუშაოების გამო 25 იანვარს 11 საათიდან 17 საათამდე მთაწმინდის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: სოფელ ოქროყანის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. კერძოდ: 10 საათიდან 13 საათამდე და 15 საათიდნან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება დოლიძის ქუჩის მაცხოვრებლებს. 10 საათიდან 11 საათამდე და 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბალანჩივაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 12 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სიმონ ჩიქოვანის ქუჩის მაცხოვრებლებს. 12 საათიდან 13 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება პეკინის გამზირის და პანკისის ქუჩის მაცხოვრებლებს. 14 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება ფანასკერტელ-ციციშვილის და იყალთოს ქუჩების მაცხოვრებლებს.14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბაკურციხის ქუჩის მაცხოვრებლებს.
15 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბაკურიანის და ლიხაურის ქუჩების მაცხოვრებლებს. 16 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება გოთუას ქუჩის მაცხოვრებლებს.
ქვესადგურში "საბურთალო-3" სარემონტო სამუშაოების გამო 26 იანვარს 01 საათიდან 06 საათამდე საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას და პეკინის (ნაწილობრივ) გამზირების, მიცკევიჩის, საირმის, თამარაშვილის, საბურთალოს, ზემო ვეძისის, ტაშკენტის, ამბროლაურის, ბუდაპეშტის, ნუცუბიძის, დელისის, ჩიქოვანის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
25 იანვარს 11 საათიდან 15 საათამდე ჩუღურეთის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: უზნაძის და დგებუაძის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს. სარემონტო სამუშაოების გამო 25 იანვარს 11 საათიდან 17 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, სარაჯიშვილის, უწერის, ჭრებალოს, ანდრონიკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების გამო 25 იანვარს 10 საათიდან 16 საათამდე ნაძალადევის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: გრუზინსკის, ჯავის, კოკინაკის და მოლოკოვის ქუჩების მაცხოვრებლებს. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.