ქვესადგურში "ავლაბარი" სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 24 იანვარს 11 საათიდან 17 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ამირეჯიბის, ონიანის, წალენჯიხის და ყვარლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
24 იანვარს 10 საათიდან 12 საათამდე საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: დემეტრე თავდადებულის გამზირის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის მე-10, მე-13 კილომეტრის, ფარნავაზის და ლუბლიანას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ხოლო 12 საათიდან 14 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: დიდი დიღმის I, II, III, და IV მიკრორაიონებს, ფარნავაზის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ქვესადგურში "სოლოლაკი" სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 24 იანვარს 11 საათიდან 12 საათამდე კრწანისის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ბეთლემის, საადის, ბოტანიკის, მირზა ფაშას, ახუნდოვის, აბანოს და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ხოლო 11 საათიდან 15 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: რუსთავის გზატკეცილს (ნაწილობრივ), მარნეულის და სადგურის ქუჩების მაცხოვრებლებს.
24 იანვარს 10 საათიდან 17 საათამდე ნაძალადევის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I და II კვარტლების, ავშნის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ხოლო 10 საათიდან 16 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება: გრუზინსკის, დიდი ჯიხაიშის, ჯავის, კოკინაკის და მოლოკოვის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების გამო 24 იანვარს 10 საათიდან 15 საათამდე ვაკის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: იმედაძის და უჩანეიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ხოლო 11 საათიდან 15 საათამდე ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.