ციხის კადრების ავტორს ვლადიმერ ბედუკაძეს კვერცხები ესროლეს. ინციდენტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან მაშინ მოხდა როცა ვლადიმერ ბედუკაძე დავით პაიჭაძის გადაცემაში სტუმრად მიდიოდა.
შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიცია გამოიძახეს და ბედუკაძე სწორედ მისი დახმარებით გაიყვანეს.
ვლადიმერ ბედუკაძის ადვოკატი მომხდარს იაფფასიან პროვოკაციად აფასებს და აღნიშნავს, რომ ყველა პირი რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ პროვოკაციაში მიიღებს მონაწილეობას უმკაცრესად დაისჯება.
შეგახსენებთ, რომ ციხის კადრების ავტორს სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.