დღეს, 22 იანვარს, რუსთაველის თეატრის მსახიობს საქართველოს სახალხო არტისტს გურამ საღარაძეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. შამოქალაქო პანაშვიდები რუსთაველის თეატრში გაიმართება.
გურამ საღარაძე 84 წლის ასაკში 17 იანვარს გარდაიცვალა.
გურამ საღარაძე 1929 წელს დაიბადა. 1951 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი და ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში.
მისი განსახიერებული როლებია: სოსო (ო. იოსელიანის „ადამიანი იბადება ერთხელ"), თესევსი, მასახარა და იულიუს კეისარი (შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი", „მეფე ლირი" და „იულიუს კეისარი") , ჰეილი (მილერის „სეილემის პროცესი"), ტიპოტესკუ (კარაჯალეს „დაკარგული ბარათი"), დურსუნი და ჭეიშვილი (ნ. დუმბაძის „მზიანი ღამე" და საბრალდებო დასკვნა), მინდია (გამსახურდიას „ხოგაის მინდია"), შე ფუ, თავადი ყაზბეგი, ეფრეიტორი, ბერი (ბრეხტის „სეჩუანელი კეთილი ადამიანი" და „კავკასიური ცარცის წრე"), ტომი (ტ. უილიამზის „შუშის სამხეცე"), გიორგი ჯაფარიძე (რ. თაბუკაშვილის „რაიკომის მდივანი"), უჩა (თ. ჭილაძის „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის") და სხვა.
გურამ საღარაძის ვარსკვლავი 2006 წლის 13 ნოემბერს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები