22- 24 იანვარს, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რეგიონული მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.
შეხვედრებზე სახალხო დამცველი ისაუბრებს არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის გეგმებსა და პერსპექტივებზე და სახალხო დამცველის რეგიონული ოფისების გაძლიერების საკითხებზე.
22 იანვარს 16 საათზე შეხვედრა გაიმართება ქუთაისში, სახალხო დამცველის ოფისში (მისამართი ქ.ქუთაისი, რუსთაველის ქ.#18).
23 იანვარს 13 საათზე შეხვედრა გაიმართება ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (მისამართი რუსთაველის ქ.#52).
24 იანვარს 11 საათზე შეხვედრა გაიმართება ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (მისამართი ფარნავაზ მეფის ქ.#62/64