22 იანვარს 10 საათიდან 17 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ბაღნარის, ხეჩუაშვილის, ჭრებალოს, ანდრონიკაშვილის, ჩიქვანაიას, ბიჭვინთის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების გამო 22 იანვარას 10 საათიდან 15 საათამდე საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: საირმის გორის, საირმის და საბურთალოს (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
22 იანვარს 11 საათიდან 12 საათამდე კრწანისის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს. ხოლო 12 საათიდან 13 საათამდე ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: ნადიკვარის, ბერძნის, კალანდაძის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
აგრეთვე 13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანის, ბეთლემის, შ. დადიანის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების გამო 22 იანვარს 12 საათიდან 14 საათამდე მთაწმინდის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ბროსეს, ვირსალაძის (ნაწილობრივ) და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.