23 იანვარს კავკასიის ეკონომიკურ და სოციალურ კვლევითი ინსტიტუტში პროექტის - „V4 С3-ევროინტეგრაციისთვის" ფარგლებში, მედიის წარმომადგენლებისთვის შეხვედრა/სემინარი გაიმართება. პროექტი საერთაშორისო ფონდ „ვიშეგრადის" (International Visegrad Fund) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისათვის (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი - C3) V4 ქვეყნების (ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი) სამოქალაქო სექტორის მიერ ევროპასთან დასაახლოებლად გამოცდილების გაზიარება მოხდება.
"პროექტის მიზნებია C3-ის ქვეყნებში აღმოსავლეთის პარტნიორობის კონტექსტში არსებული მდგომარეობის რეალური ექსპერტული შეფასება 2009 წლიდან დღემდე, V4-ის ქვეყნების სამოქალაქო სექტორის მიერ გამოცდილების გაზიარება C3-ის ქვეყნებისთვის ევროპასთან დაახლოების და აუცილებელი რეფორმების საკითხებში, V4 და C3 ქვეყნების სამოქალაქო სექტორის მიერ ერთობლივად C3 ქვეყნებისთვის ევროპასთან დაახლოებისთვის ეფექტიანი გზების (რეკომენდაციების და კონკრეტული ნაბიჯების) შემუშავება და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობის და მონაწილეობის გზით, C3 ქვეყნების ეფექტიანი ევროინტეგრაციის ხელშეწყობა", - აცხადებს კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი თემურ თორდინავა.