პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას ქართველი მსახიობის გურამ საღარაძის გარდაცვალების გამო უსამძიმრებს. „მწუხარებას გამოვთქვამ დიდი ქართველი მსახიობის გურამ საღარაძის გარდაცვალების გამო, თანავუგრძნობ და ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ქართულ საზოგადოებას.
გურამ საღარაძე ქართველ არტისტთა იმ თაობას წარმოადგენდა, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა ქართულ თეატრში. იგი ნახევარ საუკუნეზე მეტი იდგა რუსთაველის თეატრის სცენაზე და არაერთი დაუვიწყარი როლი აჩუქა მაყურებელს.
გურამ საღარაძემ, როგორც მხატვრული კითხვის ოსტატმა, სრულიად ახლებურად გაიაზრა ქართული პოეზიის შედევრები და ჭეშმარიტი ხელოვნების ნიმუშები დაგვიტოვა.
გურამ საღარაძის არტისტიზმი და სამსახიობო ხელოვნება სათანადოდ დააფასა ქართველმა მაყურებელმა - მას აღიარება და სიყვარული არასოდეს მოჰკლებია"- აცხადებს პრემიერ-მინისტრი.