18 იანვრიდან 30 იანვრის ჩთვლით საღამოს 20.00 საათიდან დილის 8:00 საათამდე რიკოთის გვირაბში ელექტრო-ტექნიკური სამუშაოების დასრულების მიზნით ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაირთვება რიკოთის უღელტეხილის შემოვლით გზაზე.
მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების შემთხვევაში ელექტრო-ტექნიკური სამუშაოები დროებით შეჩერდება და მოძრაობა კვლავ გვირაბის გავლით აღდგება.