საკრებულოს თავმჯდომარის დავით თოფურიას გადადგომისა და გამგებლის კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით, აბაშის მუნიციპალიტეტში შიმშილობა გრძელდება.
"ქართული ოცნების" ოთხი მხარდამჭერი, პროტესტის ნიშნად, საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტთან მეორე დღეა შიმშილობს.
დღეს საკრებულოს სხდომაა დანიშნული, რომელზეც საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული გოჩა ჭანტურია გამგებლად უნდა დაამტკიცონ.
"ქართული ოცნების" მხარდამჭერები, რომლებიც ამ თანამდებობაზე ირაკლი რუხაძის არჩევას ითხოვენ, დილიდან შენობის პიკეტირებას გეგმავენ.
საპროტესტო აქციები აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან 4 იანვრიდან მიმდინარეობს.