სატყეო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ბიძინა გიორგობიანი საქართველოში, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს დაბრუნდება. მანამდე კი გიორგობიანის ადვოკატმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მასზე ინტერპოლით ძებნის გაუქმების თხოვნით უნდა მიმართოს.
,,თუ პრეზიდენტი ამნისტიის შესახებ კანონპროექტს ხელს არ მოაწერს და ამნისტიის შესახებ კანონპროექტს ხელს მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე. ამის შემდეგ ჩემმა ადვოკატმა უნდა მიმართოს შსს ინტერპოლის განყოფილებას, რომ გაუქმებული იქნას ჩემზე გამოცხადებული ინტერპოლით ძებნა და როგორც კი ეს დოკუმენტი ხელთ მექნება, ალბათ მაქსიმუმ ერთ კვირაში ჩამოვალ თბილისში და ეს იქნება იანვრის ბოლო თებერვლის დასაწყისი", _განაცხადა ,,რუსთავი-2"-თან საუბარში ბიძინა გიორგობიანმა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა გიორგობიანი 8 წელია საქართველოში არ იმყოფება და ამ ხნის განმავლობაში ის გერმანიაში, კერძოდ ბერლინში ცხოვრობდა. 2005 წლიდან მას ინტერპოლი ეძებს.
მასალის გამოყენების პირობები