,,საშობაო ეპისტოლე გამსჭვალული იყო უდიდესი სათნოებითა და პასუხისმგებლობით", _განაცხადა ჟურნალისტებთან ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პატრიაქრქის საშობაო ეპისტოლეს კომენტირებისას.
ფინანსთა მინისტრმა ალილოს მსვლელობაშიც მიიღო მონაწილეობა და საქართველოს მოსახლეობას შობა მიულოცა.
,,პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გამსჭვალული იყო უდიდესი სათნოებით, უდიდესი პასუხისმგებლობით, უდიდესი სიყვარულით საკუთარი ერისადმი, ქვეყნისადმი და ღმერთმა მოგვცეს ძალა იმისთვის, რომ შევასრულოთ ყველა ის გამონათქვამი, რომელიც მის უწმინდესობას საშობაო ეპისტოლეში ჰქონდა", -განაცხადა ნოდარ ხადურმა.