დღეს, 6 იანვარს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის ორგანიზებით, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზდრულ ცენტრში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 35 წლისთავისა და დაბადების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით წინასაშობაო გამოფენა გაიხსნება.
გამოფენაზე წარმოდგენილია უკვე აღდგენილი და გადარჩენილი სიძველეები - ღვთისმშობლის სახელობის ტაძრები და მაცხოვრის შობის ამსახველი ფრესკები.
სახელმწიფოსა და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის თანდაფინანსებით უკანასკნელ წლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა და განადგურებას გადაურჩა ღვთისმშობლის სახელობის ყველაზე მძლავრი სიძველეები როგორიცაა: აბედათი, აკაურთა, ამაშუკეთი, ბარალეთი, დმანისის სიონი, ვანის ღმრთისმშობელი, ზარზმა, ზუმბიანი, თირი, გელათი, კორცხელი, მანავი, მანგლისი, ნიკორწმინდა, ნეკრესი, პირღებული, ვარძია, ატენის სიონი, ქორეთი, ტბისი, ტიმოთესუბანის, ფიტარეთი, საფარა, ქცია, ყარაჯაანთ საყდარი, ყინცვისი, ახალი და ძველი შუამთა, ჩხიკვთას სიონი, ხატისოფელი, ხაშმი, ტაბაკინი, ხოშათიანი, ჭულე, უბისა, ლიხაური, ვაყას დედაღვთისა, მოწამეთაში ხარების ტაძრის მოხატულობა, ხარაგაულის ვარძია, ნაკურალეში, ზეგანის წმ. მარინე და გრემი; თბილისში ღვთისმშობლის ტაძარი დიდუბეში და კვიპროსზე ღალიას ღვთისმშობლის ტაძარი.
გამოფენა 6 იანვარს საკვირაო წირვის შემდეგ 12:30 საათზე გაიხსენება და დამთვალიერებელს ერთი კვირის განმავლობაში უმასპინძლებს.